Hot line : (0 355) 23 20 47

სოფელი ტიბაანი

გომბორის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთის დაბოლოებაზე (ზღვის დონიდან 360 მ) მდებარეობს სოფელი ტიბაანი, რომლის ძველი სახელწოდება ყოფილა ხირსა. სწორედ აქ არის 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთი მამის, სტეფანე ხირსელის განსასვენებელი, რომელიც აქ მეექვსე საუკუნეში მობრძანებულა და დაუარსებია მონასტერი.

1990-იან წლებში მონასტერი ისევ მოქმედი გახდა, როგორც მამათა მონასტერი. ის მიეკუთვნება საპატრიარქოს ბოდბის ეპარქიას. ყოველი წლის 9 იანვარს აქ იმართება წმინდა სტეფანეს ხსენების დღე, რომელიც ყველა ტიბაანელისთვისთვის არის დღესასწაული. ტიბაანი შედის სიღნაღის ტურისტულ მარშრუტში.

ტიბაანის ერთ-ერთი დიდი უბნის სახელი „პრასიანი“ ისტორიული წყაროების დაყრდნობით ცნობილია ადგილად, სადაც გარდაიცვალა გიორგი რუსი.

აფხაზეთის ომში გარდაცვლილი ხვიჩა ბიძინაშვილის სახელს ატარებს საჯარო სკოლა, ხოლო ალექსანდრე ცისკარიშვილის სახელს კი ცენტრალური ქუჩა. 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილთა შორისაა ტიბაანელი ეკა ბეჟანიშვილი.

ტიბაანში ცხოვრობდა პირველი ტრაქტორისტი ქალი ელენე ნატროშვილი, რომლის ტრაქტორი ამშვენებს მუნიციპალიტეტის შემოსასვლელს.

ტიბაანში დაიბადნენ და გაიზარდნენ პოეტი თამარ შაიშმელაშვილი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, პროფესორი ჯემალ მამაიაშვილი.

ღვინო „ტიბაანი“ უმაღლესი ხარისხის თეთრი ღვინო, ცნობილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

#სიღნაღისმუნიციპალიტეტი

#სოფელიტიბაანი

 

Share page