Hot line : (0 355) 23 20 47

სოფელ ქვემო მაჩხაანში ახალი საჯარო სკოლა შენდება

3 September, 2021

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლა შენდება.

სამუშაოები სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშვილმა ადგილზე მოინახულა.

ამ ეტაპზე სკოლის შენობის ძირითადი საყრდენი კონსტრუქციის მშენებლობა მიმდინარეობს.

საჯარო სკოლის შენობა გათვლილია 90 მოსწავლეზე და საკლასო ოთახების, კაბინეტების და ლაბორატორიების, ბიბლიოთეკის, კანცელარიის, სამასწავლებლოს, ექიმის კაბინეტის, მანდატურის ოთახის, სანიტარული კვანძის ბლოკების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობას ითვალისწინებს.

სკოლის ტერიტორიაზე, ასევე, სარეკრეაციო სივრცე და ღია ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული სპორტული მოედანი მოეწყობა.

ახალი სკოლის მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს და მასზე 1 848 190 ლარი დაიხარჯება.

#სიღნაღისმერია

#სოფელიმაჩხაანი

 

Share page