Hot line : (0 355) 23 20 47

მუნიციპალიტეტის სიმბოლიკა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის გერბი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის გერბის აღწერილობა

 

გერბის ფარი გაკვეთილია, გადაკვეთილი და იყოფა 4 ნაწილად. I ნაწილი -ლურჯი ველი- გაკვეთილია და იყოფა ორ ნაწილად-ლურჯ და ვერცხლის ველებად. ლურჯ ველს უჭირავს 2/3. მასზე მოთავსებულია წმინდა ნინოს ოქროს ჯვარი. წმინდა ნინოს ჯვარს შემოხვეული აქვს ოქროს ვაზი სამი ოქროს ფოთლითა და სამი ოქროს მტევანით. ვერცხლის ველს , რომელსაც უჭირავს 1/3, კვეთს სამი შემცირებული და ტალღისებური ლურჯი სარტყელი. II ნაწილი -მეწამულ ველზე ოქროს ფრთოსანი ცხენი, III ნაწილი-მეწამულ ველზე ოქროს ქვევრი (ჭური). IV ნაწილი- ლურჯ ველს კვეთს ერთკოშკიანი ციხესიმაგრის მსგავსი ოქროს სარტყელი, რომლის ზემოთ მოთავსებულია ოქროს გასაღები.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი-სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია სიღნაღი.

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის დროშა

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის დროშის აღწერილობა

 

დროშა ვერტიკალურად, თანაბარ ნაწილებად არის გაყოფილი ლურჯ და მეწამულ ველებად. ლურჯ ველზე გამოსახულია წმინდა ნინოს ოქროს ჯვარი.

დროშის პროპორციაა 2:3

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Share page