Hot line : (0 355) 23 20 47

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის

. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე  პირთა, უსინათლოთა, დაუნის სინდრომით და აუტიზმის სპექტრის მქონე პირთა, აგრეთვე ოჯახებში რეინტეგრირებული ბავშვების, ნათესაური მინდობით აღზრდის პროგრამით მოსარგებლეთა დახმარება, დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეპირების მატერიალური დახმარება

1. ყოველთვიური მატერიალური დახმარება გაეწევათ  სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  რეგისტრირებულ ან/და ფაქტობრივად მცხოვრებ დიალიზის  სახელმწიფო  პროგრამით  მოსარგებლე  მოქალაქეებს   80 ლარის  ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველიპუნქტით გათვალისწინებული პროგრამით მოსარგებლემ ან ოჯახის წევრმასიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში  უნდა  წარმოადგინოს:

ა) განცხადება  მერის   სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო  პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, ასევე, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი ან/და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;

გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

დ) ფორმა №100;  

ე) დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. ყოველთვიური მატერიალური დახმარება გაეწევათ  ოჯახებში რეინტეგრირებული ბავშვების, ნათესაური მინდობით აღზრდის პროგრამით მოსარგებლე ოჯახებს 50 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის მესამე პუნქტით  გათვალისწინებული პროგრამით მოსარგებლე პირის ოჯახის წარმომადგენელმა (მეურვე/მზრუნველი)  სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში  უნდა  წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე; http://www.matsne.gov.ge 01026003035168016255

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო  პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, ასევეб სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი ან/და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;

გ) სოციალური მომსახურების სააგენტოდან რეინტეგრირებული ბავშვის ან ნათესავის მინდობით აღზრდის პროგრამით მოსარგებლის შესახებ შესაბამისი საოქმო გადაწყვეტილება;

დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

5. მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატულ  შშმ პირებსა და შშმ ბავშვებს გაეწევათ მატერიალური დახმარება ერთჯერადად არაუმეტეს 200 ლარისა.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროგრამით მოსარგებლემ ან ოჯახის წევრმამერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება  მერის   სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო  პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, ასევე სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი ან/და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;

გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100) ან/და ცნობა  ექიმისაგან  შეზღუდული  შესაძლებლობის  სტატუსის შესახებ.

7. უსინათლოთა დახმარება განისაზღვროს ერთჯერადად არაუმეტეს 200 ლარისა.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პროგრამით მოსარგებლემ ან ოჯახის წევრმამერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება  მერის   სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო  პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, ასევეб სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება!ანკეტის (ფორმა №1) ასლი ან/და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;

გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

დ) უსინათლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

9. დაუნის სინდრომის მქონე პირებისთვის განისაზღვროს დახმარება არაუმეტეს 400 ლარისა ერთჯერადად, ხოლო  აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისთვის ასევე ერთჯერადად, არაუმეტეს 300 ლარისა.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული პროგრამით მოსარგებლემ ან ოჯახის წევრმამერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება  მერის   სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო  პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, ასევე სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი ან/და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების http://www.matsne.gov.ge 01026003035168016255

შესახებ;

გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

დ) დოკუმენტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსის შესახებ.

11. შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე ბავშვთა  დღის  ცენტრებისათვის, ბავშვთა და  მოხუცთა თავშესაფრებისათვის სამეურნეო-საყოფაცხოვრებო საჭიროებისათვის  გაიცემა  დახმარება ერთჯერადად, არაუმეტეს  500 (ხუთასი)  ლარის ოდენობით.

12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული პროგრამით სარგებლობისთვის უფლებამოსილმა პირმა მერიაში უნდა წარმოადგინოს :

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

13. მზრუნველობამოკლებულ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პენსიონერთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ყოველთვიური თანადაფინანსება განისაზღვროს არაუმეტეს 250 ლარის ოდენობით.

14. ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული პროგრამით მოსარგებლემ ან წარმომადგენელმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება  მერის   სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო  პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, ასევე სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი ან/და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;

გ) მერის წარმომადგენლის ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან ფაქტობრივი ცხოვრების დადასტურების შესახებ;

დ) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან;

ე) თავშესაფრის საბანკო რეკვიზიტები.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 13 თებერვლის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 18.02.2019წ.

Share page