Hot line : (0 355) 23 20 47

მერის ანგარიში

 

                     სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის ანგარიში ამომრჩევლებს

                                              2016 წელი

 

 

                 სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არის 8 (რვა) სამსახური, რომლებიც მუშაობენ საქართველოს კანონდებლობის,  გამგეობის დებულების, გამგებლის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობების შესაბამისად.

გამგებელს ჰყავს ჰყავს 3 (სამი) მოადგილე და ერთი თანაშემწე. გამგებლის მოადგილეები,  გამგებლის ბრძანების საფუძველზე, კურირებას უწევენ სამსახურებს.

                ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებელს ჰყავს წარმომადგენლები.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში 14 ადმინისტრაციული ერთეულია. გამგებლის წარმომადგენლები გასცემენ ორი სახის ცნობას: 1. ცნობა საქონლის ადგილწარმოშობის შესახებ, 2. ცნობა ფაქტობრივი ცხოვრების შესახებ.

 

             სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის წლიური შემოსავლების  გეგმა შეადგენს 5696,2 ათას ლარს, საიდანაც საგადასახადო შემოსავლები შეადგენს 2399,4 ათას ლარს, სხვა შემოსავლები - 335,0 ათას ლარს, გათანაბრებითი ტრანსფერი 2816,8 ათას ლარს, მიზნობრივი ტრანსფერი 145,0 ათას ლარს. ფაქტიურმა  შემოსულობამ 9 თვეში შეადგინა 5761,3 ათასი ლარი, გეგმის 66,5 %.

ადგილობრივი შემოსავლების ძირითადი ნაწილი მოდის მიწის ქონების გადასახადის სახით, რაც შეადგენს 1595,0  ათას ლარს, დანარჩენი გადასახადები საწარმოთა ქონებაზე, ბანკის %, ჯარიმა-საურავებზე, პრივატიზებასა და სხვადასხვა მოსაკრებელზე.

რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, შრომის ანაზღაურება 2016 წელს გეგმით გათვალისწინებულია 1396,0 ათასი ლარი.  ფაქტიურად 9 თვეში გახარჯულია 1026,9 ათასი ლარი. შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურება დაგეგმილია 102,0 ათასი ლარით. ფაქტიურად 9 თვეში გაიხარჯა 71,8 ათასი ლარი. მნიშვნელოვანი ნაწილი იხარჯება ა.ი.პ.ი- ების სუბსიდიაზე. 2016 წელს დაგეგმილია 1822,0 ათასი ლარი, ფაქტიურად,  9 თვეში გაიხარჯა 1285,3 ათასი ლარი. სოციალური პროგრამები დაგეგმილია 531,3 ათასი ლარით, ფაქტიურად, 9 თვეში გაიხარჯა 330,3 ლარი.

წყლების მომსახურება 2016 წელს დაგეგმილია 329,0 ათასი ლარით, ფაქტიურად, გაიხარჯა 250,9 ათასი ლარი.

დასუფთავების მომსახურება დაგეგმილია 305,0 ათასი ლარით, 9 თვეში გაიხარჯა 209,0 ათასი ლარი.

გარე განათების მომსახურებაზე და ელექტროენერგიიის გადასახადზე გათვალისწინებულია 260,0 ათასი ლარი, ფაქტიურმა ხარჯმა 9 თვეში შეადგინა 156,7 ათასი ლარი.

 

        2016 წლის ბიუჯეტში პრიორიტეტი მიენიჭა ინფრასტრუქტურულ პროექტებს,მათ შორის გზების, წყლების და ჭაბურღილების მოწყობა-რეაბილ;იტაციას და სხვა მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან  საკითხებს.

მუნიციპალიტეტში მთელი რიგი სამუშაოები შესრულდა სოფლის მხარდაჭერის და რეგიონული განვითარების პროგრამით, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტით და მუნიციპალური განვითარების ფონდის დახმარებით.

 

ამ დროისთვის სამუშაოების უმრავლესობა დასრულებულია, ხოლო ზოგი მათგანი კი ჯერ ისევ მიმდინარეობს და წლის ბოლომდე დასრულდება . უფრო კონკრეტულად შესრულებული სამუშაოების შესახებ ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით მოგახსენებთ:

          

          მუნიციპალური განვითარების ფონდის დახმარებით  ქ. სიღნაღში   ,,ორმილის „  დასახლებამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია განხორციელდა, ხოლო სოფელ ტიბაანში - წმ. სტეფანეს მონასტერთან და სასაფლაოებთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.

         რეგიონალური განვითარების ფონდით განხორციელდა ქ. სიღნაღში სხვადასხვა ქუჩებზე გზების რეაბილიტაცია,  ასევე გარკვეულ მონაკვეთებზე  გზები შეკეთდა სოფლებში ბოდბისხევში , ქვ ბოდბეში( ,,რიყის“გზის რეაბილიტაცია),  ძვ. ანაგაში,  ქვ. მაჩხაანში (ფანიანი-ბოხორის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია), ქვ. მაღაროში,  ნუკრიანში (კალოები), ვაქირში. სოფელ ჯუგაანში აშენდა ახალი საბავშვო ბაღი,  ხოლო  ანაგაში  მიმდინარეობს ასფალტ/ბეტონისა და სანიაღვრე არხების (კიუვეტები ) მოწყობა.

        სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განხორციელებული სამუშაოები:

სოფ. ანაგაში  ,,ბაიდარაანთ“ უბანში ჭაბურღილის მოწყობა, სოფ. ვაქირში,,შინ მოუსვლელთა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა“ მემორიალის მოწყობა, სოფ. საქობოში წერეთლის ქუჩის მოასფალტება და ჭაბურღილზე დამატებითი რეზერვუარის მოწყობა, ქ. წნორში სანიაღვრეების მოწყობა , სოფ. ბოდბისხევში სანიაღვრე ჭალა-კალაპოტზე საცალფეხო გადასასვლელის მოწყობა, ძვ. ანაგაში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, სოფ. ტიბაანში სასაფლაოს შემოღობვა , სოფ. ნუკრიანი-ჭოტორში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, სოფ. ილიაწმინდაში საბავშვო ბაღის ნაწილობრივი რეაბილიტაცია,  ქვ. მაღაროში  სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია, , სოფ. ქვ. ბოდბეში გარე განათების მოწყობა, ზ. ბოდბეში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია. 

          ადგილობრივი ბიუჯეტით განხორციელდა შემდეგი პროექტები:  ქ. სიღნაღში ცენტრალურ ქუჩებზე შენობების ფასადების რეაბილიტაცია , ქ. წნორში სამუსიკო სკოლის რემონტი და სოფ. საქობოში ( მაშნაარში) ჭაბურღილის მოწყობა, სოფ. ანაგაში 7  საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია, სოფ. ილიაწმინდაში სპორტული მოედნის მოწყობა , ე.წ. ქუმბათის ტერიტორიაზე ვენახებთან მისასვლელი გზის მოხრეშვა.

           2016 წლის ოქტომბრიდან მიმდინარეობს სამუშაოები შემდეგ პროექტებზე: ადგილობრივი ბიუჯეტის პროგრამით ქ. სიღნაღში მიმდინარეობს მოსულიშვილის ქუჩაზე საყრდენი კედლების რეაბილიტაცია, სოფ. ქვ. მაჩხაანში და სოფ. ჭოტორში საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია და სოფ. ჯუგაანში საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზის და სანიაღვრის რეაბილიტაცია.

         2016 წლის 1 იანვრიდან ოქტომბრამდე სიღნაღის მუნიციპალიტეტის მიერ გაიცა 28 მშენებლობის ნებართვა, მათ შორის   სასოფლო- სამეურნეო და კომერციული დანიშნულების ობიექტებზე, პროდუქციის გადასამუსავებელ  საწარმოებზე  და საცხოვრებელ სახლებზე.

         2016 წლის 1 იანვრიდან  ოქტომბრამდე სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 13 ობიექტი, მათ შორის   სასოფლო- სამეურნეო და კომერციული დანიშნულების ობიექტები, პროდუქციის გადასამუშავებელი საწარმოები  და საცხოვრებელი სახლები.

 

           მოგახსენებთ, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობა სახელმწიფო შესყიდვებს ახორციელებს ,,სახელმწიფო შეყიდვების სააგენტოს თავმჯდომრაის 2011 წლის N9 ბრძანების და ,,საქართველოს კანონით სახელმწიფო შესყიდვების შესახებ.“

 

 

            

      2015 წლის განმავლობაში ბიუჯეტის ცვლილება მოხდა 6-ჯერ, შესყიდვების გეგმაშიც კორექტირება 6-ჯერ განხორციელდა. კოერქტირების საფუძველია: საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 თებერვლის 175 განკარგულება „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ,“ საიდანაც სიღნაღის მუნიციპალიტეტს გამოეყო 229,58096 ლარი, რომელიც აისახა შესყიდვების გეგმაში. 2016 წლის 19 თებერვალს საქართველოს მთავრობის #865 განკარგულება, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტს გამოეყო 698312 ლარი, რაც შესაბამისად განთავსდა კოდებზე.

2016 წლის განმავლობაში სიღნაღის მუნიციპალიტეტის შესყიდვების განყოფილების მიერ გამოცხადდა 80 ტენდერი, აქედან 23 ელექტრონული ტენდერი,57 - გამარტივებული ელექტრონული ტენდერი.

გამარტივებული შესყიდვების საშუალებით გაფორმდა 93 ხელშეკრულება, აქედან გადაუდებელი აუცილებლობით გაფორმდა   721500 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები, რომლის საფუძველია ნებართვა შესყიდვების სააგენტოსთან.

ვადაგადაცილებულ სამუშაოებზე პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 1%-ის ოდენობით დაეკისრა 3 შემსრულებელს, რომლის ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 12747,50 ლარი, შპს“architectue house“-661 ლარი, შპს „ინტურისტმშენკომპანის“-937,50 ლარი, იგივე კომპანიას-363,0 ლარი, შპს“გუმბათი“-5982 ლარი, იგივე შპს“გუმბათი“-4804 ლარი.

 

                 გამგეობის მუშაობას კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციული სამსახური. სამსახურში არის 2(ორი) განყოფილება: ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობისა  და მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმისწარმოების განყოფილება, რომელიც უზრუნველყოფს  განცხადებების, წერილების, გზავნილებისა თუ სხვა დოკუმენტაციის მიღებას, სარეკვიზიტო და დოკუმენტურ გაფორმებას, ადრესატისათვის გადაცემას.

ადმინისტრაციული სამსახურის ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომლებმა შეისწავლეს ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული პროგრამა, რომელშიც აიტვირთა თანამშრომელთა მონაცემები და შეიქმნა ერთიანი ბაზა. რის შემდეგაც მუშაობა გახდა მოქნილი და თანამშრომლის ყველა საჭირო ინფორმაცია კი -  ხელმისაწვდომი. მაგ, თანამშრომელთა რაოდენობა, სქესის, რანგის, თანამდებობის და ა.შ. მიხედვით.

 

განყოფილება მუშაობს ახალი ვებ გვერდის ადმინისტრირებაზე, რომელიც წლის ბოლომდე დაიწყებს გამართულ მუშაობას. ვებ გვერდზე განთავსებული იქნება ყველა საჭირო ინფორმაცია და მუნიციპალური სერვისები.

      ადმინისტრაციული სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების  და  საქმისწარმოების  განყოფილებაში      2016       წლის   01   იანვრიდან   დღემდე  სულ      შემოსულია 5900 განცხადება / მომართვა და 890 შიდა დოკუმენტი. აღნიშნულ წერილებზე მოხდა შესაბიმისი რეაგირება და პასუხი ვადების   დაცვით ეცნობა ადრესატებს.

გამგებლის    მიერ  გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების  (ბრძანებები) რაოდენობამ შეადგინა 503.   მოქალაქეთა   მომსახურების   და   

 

 

საქმისწარმოების   განყოფილებიდან   სხვადასხვა ორგანიზაციებსა თუ უწყებებში გაგზავნილია 1665  წერილი.

 

იურიდიულმა სამსახური უზრუნველყოფს გამგეობის სტრუქტურული ერთეულების და გამგებლის წარმომადგენლების სამართლებრივი მომსახურება - კონსულტირებას საქართველოს კანონმდებლობასთან მიმართებაში. სამსახურმა მოამზადა სხვადასხვა განკარგულების პროექტი და  ამ პროექტებზე განმარტებითი ბარათები.

       იურიდიულმა სამსახურმა დაიცვა გამგეობის კანონიერი ინტერესები სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებში.  იურიდიული სამსახური ასევე ესწრებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალების (შედგენილი ზედმახედველობის სამსახურის მიერ) განხილვას სიღნაღის რასიონულ სასამართლოში.

        იურიდიული სამსახური ახდენს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. 2016 წლის 01 იანვრიდან 2016  შემოსულია 55 განცხადება (მოთხოვნა) საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ. ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია და გაცემულია საჯარო ინფორმაციასაქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისმე-40 მუხლის შესაბამისად.

      იურიდიული სამსახურის თანამშრომელბი  არიან საპრივატიზაციო, სააუქციონო, თვითნებურად დაკავებული მიწის ლეგალიზების, სატენდერო, მაღალმთიანი დასახლებაში მცხოვრები პირისთვის სტატუსის მინიჭების შესახებ კომისიის წევრები, რომლებიც ესწრებიან კომისიის მუშაობას და ადგენენ კომისიის ოქმებსასევე არიან  ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო – საატესტაციო   კომისიის წევრები.

იურიდიულმა სამსახურმა გამგეობის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად წარმატებით მოახდინა მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პირთა რეგისტრაცია და მათთვის სტატუსის მინიჭება. გამოცემულია სტატუსის მინიჭების 1230 ბრძანება. ასევე იურიდიული სამსახურის აქტიური მუშაობით სოფელ ილიაწმინდაში ჩატარდა დასახლების საერთო კრება.

შიდა აუდიტის სამსახური  შეიქმნა 2014 წლის 01 აგვისტოდან, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს გამგეობის დებულების  და საქართველოს გენერალური აუდიტორის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად. სამსახური აქტიურად თანამშრომლობს ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრთან. უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფას, ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, სახსრების, სხვა მატერიალურ ფასეულობათა ხარჯვისა და გამოყენების კანონიერებას, მიზნობრიობას.

 

ზედამხედველობის  სამსახურის სპეციალისტები კოორდინირებულად მუშაობდნენ იურიდიულ სამსახურთან და ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის დარღვევის ფაქტებზე.  შედგა შესაბამისი ოქმები და გადაიგზავნა სასამართლოში, ზოგიერთ ფაქტზე კი მოხდა მათი დაჯარიმება. დაჯარიმება მოხდა  სამშენებლო სამართლდარღვევისთვის და ასევე ,,ნარჩენების მართვის კოდექსი’’-ს დარღვევისთვის.

2016 წელს ზედამხედველობის სამსახურის მიერ ბიუჯეტში შეტანილია 4 850(ოთხი ათას რვაას ორმოცდაათი) ლარი.

 

  გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური კოორდინაციას უწევს მუნიციპალიტეტში თუ მის ფარგლებს გარეთ გამართულ  ღონისძიებებში კულტურის, სპორტის თუ ხელოვნების დარგში მოღვაწე ადგილობრივების მონაწილეობას.

ამ ხნის  განმავლობაში მუნიციპალიტეტში არაერთი  კულტურული  ღონისძიება გაიმართა.  03 მარტს ჩატარდა ღონისძიება მრავალშვილიანი დედებისათვის  ა(ა)იპ „კულტურისა და ხელოვნების

 

ცენტრთან“ არსებული ანსამბლების მონაწილეობით და ქალბატონებს გადაეცათ ერთჯერადი საჩუქარი 100 ლარის ოდენობით. ასევე,  ახალგაზრდული ორგანიზაციის   „დავიწყოთ ახლა“  ორგანიზებით ახალგაზრდებისთვის გაიმართა ფორუმ-თეატრი.  სიღნაღმა უმასპინძლა პოეტ დავით მაღრაძეს , რომლის წიგნის "უსადაუროს" პრეზენტაცია ეროვნული მუზეუმის შენობაში მოეწყო. 26 ივნისს, კომპანია „ტრიფექტას“ და განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა ფესტივალი,  ქართული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.  29 ივნისს სანდრო ახმეტელის დახვრეტის დღესთან დაკავშირებით, ანაგის მუზეუმს ეწვია ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრი სპექტაკლით ვაჟა-ფშაველას ,,სტუმარ-მასპინძელი“. 18 ივნისს,, საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს მთავრობისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით, პროექტის ,,Chek in Georgia“ ფარგლებში,  ხოლო 30 სექტემბერს, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით,  გაიმართა კონცერტები ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით.

   სამსახური ახორციელებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და მის განვითარებაზე ზრუნვას, ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურის ძეგლთა მოვლა-შენახვას, აღრიცხვას, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციაზე წინადადებების შემუშავებას.    

  2016 წელს საკმაოდ იმატა სიღნაღში ტურისტების შემოსვლამ. აღრიცხულია 7058 ტურისტი. აქედან უმრავლესობა იყო პოლონეთიდან, რუსეთიდან, ისრაელიდან და უკრაინიდან. ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მოაწყო შეხვედრა სიღნაღში არსებული სასტუმროების და რესტორნების მეპატრონეებთან. ასევე, განახლდა სასტუმროების და კვების ობიექტების არსებული ბაზა, რათა ახალი სეზონისთვის ტურისტების უზრუნველყობა მოხდეს განახლებული ინფორმაციით. ახლანდელი მონაცემებით, ბაზაში დაფიქსირებულია 41 განთავსებისა  (აქედან უმრავლესობა საოჯახო ტიპისა) და 27კვების ობიექტი.

 

   სამსახური აქტიურად ახორციელებს  საქმიანობას ახალგაზრდულ საკითხთა მიმართულებით. 2016 წლის 22 იანვარს, წარმატებით ჩატარდა  მედია-პროექტი „ეტალონი“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალიტეტის  საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებმა.  გაიმარჯვა სოფელ მაღაროს საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ცოტნე გოგინაშვილმა.  2016 წელს გამგეობის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, ჩატარდა სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები. სამსახური აქტიურად  თანამშრომრომლობს რეგიონალური განვითარების ფონდთან. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანაორგანიზებით RDC-ის პროექტისახალგაზრდები განვითარებისთვის ფარგლებში, ფესტივალიახალგაზრდული დღეებიგაიმართა. ჩატარდა შეჯიბრი სპორტის სხვადასხვა სახეობებში: მკლავჭიდში, მაგიდის ჩოგბურთში, ჭადრაკსა და ფეხბურთში. ასევე, ინტელექტუალური თამაშები ,,რა სად როდისდა ,,ცოდნა ნაყინია.“ ფესტივალის მეორე დღეს, მოეწყო დისკოტეკა და ფილმის ჩვენება ღია ცის ქვეშ. რეგიონის განვითარების ცენტრმა  ფესტივალის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს გადასცა სერტიფიკატები  და სახელმძღვანელო -„მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებთან მუშაობის პოლიტიკა“.

   საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ ,,რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების მხარდაჭერისპროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის ივლისის თვეში განახორციელა პროექტი -,,საქართველოს თასი ლაშქრობაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სიღნაღის მუნიციპალიტეტის გუნდმა.

    კვლავ წარმატებები მოიპოვა  მსოფლიო ჩემპიონატში სამჭიდსა და ძალისმიერ წოლჭიმში სიღნაღის მუნიციპალიტეტის გუნდმა შოთა ბეჟაშვილის ხელმძღვანელობით, გუნდური პირველი ადგილი დაიკავა, ასევე, 9 - ოქროს, 2 - ვერცხლის და 2  ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.  გამგეობის  მხარდაჭერით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, მაისში გამართულ  წოლჭიმის მსოფლიო ჩემპიონატში, მონაწილეობა მიიღო 17 წლის ჯიმი ნანდოშვილმა (მწვრთნელი: შოთა ბეჟაშვილი) და დაამყარა ახალი მსოფლიო რეკორდი, ასწია 172 კგ.  19 ივნისს,  ქ. სიღნაღში, გაიმართა შოთა ბეჯაშვილის სახ. ტურნირი წოლჭიმში, სადაც მონაწილეობა მიიღეს სპორტსმენებმა საქართველოს მასშტაბით, რომლის აბსოლუტური გამარჯვებული გახდა ცოტნე ბეჟაშვილი.

   მიმდინარე წლის 30-31 ივლისსა და 17-18 სექტემბერს საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით, ქალაქ სიღნაღის მისადგომებთან,  აღმართის დაძლევაში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატის მესამე და კავკასიის თასის გათამაშების მეორე ეტაპები. საწყის ეტაპზე 53 მონაწილე დარეგისტრირდა, მეორეზე - 24. მათ შორის, სომეხი სპორტსმენებიც. პირველი ადგილები სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით, ცნობილმა და გამოცდილმა ქართველმა მრბოლელებმა დაიკავეს, რომლებიც არიან გიორგი არჯევანიძე, გიგა ბიძინაშვილი, არჩილ ბიძინაშვილი, ოთო თავართქილაძე, გოგა არჯევანიძე, დიმა ქობულია.

    გამგეობის ორგანიზებით,  მიმდინარე წლის 23-24-25 აგვისტოს ქ. სიღნაღის ხელოვნურსაფარიან სტადიონზე, წარმატებით ჩატარდა მინი-ფეხბურთის ტურნირი

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სამსახურებს შორის, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პოლიციის, სასტუმროების, ბანკების გაერთიანებისა და ა(ა)იპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის გუნდებმა, სადაც გაიმარჯვა ბანკების გაერთიანებამ და დაჯილდოვდა საპატიო თასითა და ფულადი ჯილდოთი.

 

           ბიუჯეტის ყველაზე ხარჯვითი მუხლი სოციალური დაცვის მუხლია. სოციალური ფონი ჯერ კიდევ მძიმეა. მოსახლეობის მეტი ნაწილი, ყოველდღიურად დაახლოებით 20-25 მოქალაქე, მოგვმართავს დახმარებისთვის. ადგილობრივი თვითმმართველობა ცდილობს  დახმარება აღმოუჩინოს მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველ ფენას. ახორციელებს სხვადასხვა სოციალურ პროგრამებს. მიმდინარე წლის განმავლობაში სურათი ასეთია:

სიღნაღის  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე,  კერძოდ:  ქ.  სიღნაღისა  და  წნორის  უპოვართა  და  უშოვართა  სასადილოში  დღეის  მდგომარეობით სარგებლობს  184  ბენეფიციარი ძირითადი სიით, ხოლო რეზერვში- 8 .  ჩვენი  განყოფილების  მიერ  რეგულარულად  ტარდება  მონიტორინგი.

სოც.  განყოფილებაში  შემოსულია  2900 განცხადება  ერთჯერადი  დახმარების  შესახებ.  აქედან   სხდომით  დაკმაყოფილებულია 2220,  რომელზეც გაიცა  251868,81  ლარი, ხოლო 187 სხდომის  გარეშე,  რომელზეც  გაიცა   23687,50 ლარი.  794 განცხადება  ჩამოიწერა  სხვადასხვა  მიზეზების  გამო.

საანგარიშო პერიოდში  სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველ ოჯახებზე ერთჯერად სოციალურ  დახმარებაზე  გაცემული თანხა შეადგენს 275556,31 ლარს.  მუხლობრივად  განაწილდა  შემდეგნაირად: ავადმყოფთა სოც. დაცვა 119718,81 ლარი-აქედან საგარანტიო წერილის თანახმად გასაცემმა თანხამ შეადგინა 84556,63 ლარი, ლტოლვილთა და  იძულებით გადაადგილებულ  პირთა  სოც. დახმარება  1800 ლარი,  ინვალიდთა  სოც.დაცვა 2780 ლარი,  ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა 17500 ლარი, სხვა  სოციალური  ღონისძიებები  117290 ლარი, ვეტ.დაკრძალვის ხარჯები 1250 ლარი, მარტოხელა დედების სოც.დახმარება 1280ლარი, ტერიტ.მთლ.მებრძ.მეომართა  ერთჯერადი  დახმარება  2900 ლარი, ხანძრებისა და სტიქიური მოვლენებით საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისთვის ოჯახისადმი დახმარება 6100 ლარი, სოციალურად დაუცველ წარჩინებულ სტუდენტთა დაფინანსება 4937,50 ლარი.

2016 წლის 6 თებერვალს ქ.წნორში კლინიკა „ენმედიცის“ექიმებმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაუტარეს. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში უფასო სამედიცინო სერვისით ისარგებლა 500-მდე მოქალაქემ. კლინიკა „ენმედიცის“ ენდოკრინოლოგებმა ხუთი პაციენტი შაქრის საზომი აპარატით დაასაჩუქრეს. მოსახლეობამ ენდოკრინოლოგის,ნევროლოგის,თერაპევტის,კარდიოლოგის,ოფთალმოლოგის,ოტორინოლარინგოლოგისა და ანგიოლოგის უფასო კონსულტაციებით ისარგებლა.აქვე ჩატარდა კლინიკურ-დიაგნოსტიკური და ექოსკოპიური გამოკვლევები.

2016 წელს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის თითქმის ყველა სოფელში კლინიკა“ოფთალმიჯისა“ და სოციალური განყოფილების ხელშეწყობით  ჩატარდა საქველმოქმედო აქცია. აქციის ფარგლებში უფასო სამედიცინო სერვისით ისარგებლა 200-ზე

მეტმა მოქალაქემ. მათ  150 -მდე მოქალაქეს ჩაუტარეს უფასო კონსულტაციები და სამედიცინო გამოკვლევები.

           სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში თვალის მიკრო ქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა ,,ოფთალმიჯმა სხვადასხვა დროს ქალაქ წნორში 30 პაციენტს კატარაქტის უფასო ოპერაცია ჩაუტარა.ოპერაცია მაღალკვალიფიციური ექიმების მიერ, უნაკერო მეთოდით, ძვირადღირებული ბროლის გამოყენებით.

28 მაისს  სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ირაკლი ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სპეციალისტებმა ქალაქ წნორში ჩაატარეს საქველმოქმედო აქცია. აქციის ფარგლებში უფასო სამედიცინო სერვისით ისარგებლა 145 მოქალაქემ. მოსახლეობამ ქირურგების, პედიატრების, ორთოპედ-ტრავმატოლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, ოფთალმოლოგის, ნევროლოგის, ენდოკრინოლოგის, კარდიოლოგის, უფასო კონსულტაციებით ისარგებლა.

           1 ივლისს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 100 წლის და ზევით ასაკს გადაცილებულ 3 მოქალაქეს გაეწია დახმარება 200 ლარის ოდენობით.

27 აგვისტოს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გ.ჩაფიძის ექიმებმა ქალაქ წნორში 80 -მდე  პაციენტს  უფასო კონსულტაციები და გამოკვლევები ჩაუტარეს.

 

       სიღნაღის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №21-ე დადგენილების საფუძველზე.  

        სიღნაღის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურში  იანვარ-აპრილის თვეში ჩატარდა 1999 წელს დაბადებულ ჭაბუკთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა.  აღრიცხულია 157 ჭაბუკი.

       სამსახურს გააჩნია  გეგმა-დავალება, რომელიც გაზაფხულზე განისაზღვრა 24, ხოლო შემოდგომით - 9 წვევამდელით. 2016 წლის საგაზაფხულო გამოძახებას ექვემდებარებოდა 283 წვევამდელი. მათ შორის გამოცხადდა142 წვევამდელი.

11 წვევამდელი ჩაირიცხა ვადიან სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში (დაცვის პოლიცია), ხოლო საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხულია 14 წვევამდელი.

          საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №349 დადგენილების თანახმად 2016 წლის პირველი აგვისტოდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარდება მოქალაქეთა სამხედრო სავალდებულო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა.

 

 

 

 

მუნიციპალიტეტის გამგებელი -   დავით   ჯანიკაშვილი

 

Share page