Hot line : (0 355) 23 20 47

სტუდენტების დახმარება

 სტუდენტების დახმარება

 

      აკრედიტებულ სასწავლებელში სწავლის საფასურის თანადაფინანსება გაეწევათ ობოლ  და მრავალშვილიანი ოჯახის სტუდენტებს (სტუდენტის მაქსიმალური ასაკი განისაზღვროს 26 წლამდე), რომელთაც გადასახდელი თანხა აქვთ 600 ლარი  და  მეტი,  სრული გადასახდელი თანხის 50%, მაგრამ არაუმეტეს 1125 ლარი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროგრამით მოსარგებლემ ან ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) სტუდენტის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო  პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, ასევე, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი;

გ) ობოლი ბავშვის შემთხვევაში მშობლის (მშობლების) გარდაცვალების მოწმობის ასლი, ხოლო

http://www.matsne.gov.ge 01026003035168016255

მრავალშვილიანი ოჯახის შემთხვევაში მშობლების პირადობის მოწმობის ასლები.

დ) მერის წარმომადგენლის ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან სტუდენტის ფაქტობრივი ცხოვრების დადასტურების შესახებ;

ე) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან;

ვ) ცნობა აკრედიტებული სასწავლებლიდან სწავლის საფასურისა და შესაბამისი სასწავლებლის რეკვიზიტების შესახებ.

Share page