Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საკრებულომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დაამტკიცა

27 December, 2016

27 დეკემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი პირველივე მოსმენით დაამტკიცა. ბიუჯეტის პროექტის განხილვას 20 დეპუტატი ესწრებოდა. ბიუჯეტი სესიაზე 18 ხმით მიიღეს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით ჯანიკაშვილმა, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი საჯაროდ წარადგინა. სხდომას 
 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირებიც ესწრებოდნენ. 
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი 6086,7 ათასი ლარით განისაზღვრა.

Share page