Hot line : (0 355) 23 20 47

ხანძრისა და სტიქიური მოვლენებით დაზარალებულთათვის

ხანძრებისა და სტიქიური მოვლენებით მიყენებული ზარალისათვის ოჯახის   დახმარება

       სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 13 თებერვლის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 18.02.2019წ. 1. ხანძრებისა და სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალისათვის დაზარალებულ ოჯახებს მიეცეთ ერთჯერადი ფულადი დახმარება დამდგარი ზიანის მიხედვით 30%-მდე, მაგრამ არაუმეტეს 5000 (ხუთი ათასი) ლარისა, ხოლო დამხმარე ნაგებობებზე მიყენებული ზარალისთვის არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა. 2. მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება  მერის  სახელზე   დამდგარი  ზიანიდან 30  კალენდარული  დღის  ვადაში; ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის  ასლი, ხოლო  პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, ასევე, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი ან/და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ; გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; დ) ცნობა სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურიდან; ე) ცნობა ჰიდრომეტეოროლოგიის სამსახურიდან (სტიქიის შემთხვევაში). 3. (ამოღებულია - 13.02.2019, №6); 4. ზიანის ოდენობას შესაბამისი დასკვნით განსაზღვრავს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის  სამსახური, რომელიც   ხელმძღვანელობს  საქონლის  მოქმედი  საბაზრო  ფასებით. 5. მეწყერით მიყენებული ზიანის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილთათვის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს საცხოვრებელი ფართის ქირის ანაზღაურებას ან თანადაფინანსებას თვეში არაუმეტეს 100 (ასი) ლარის ოდენობით. 6. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო  პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, ასევე სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება – ანკეტის (ფორმა №1) ასლი ან/და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;

გ) დაქირავებული ბინის (საცხოვრებელი ფართი) მესაკუთრის დამადასტურებელი დოკუმენტი – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

 ე) ქირავნობის ხელშეკრულება.

Share page