Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფი მუშაობას შეუდგა

3 July, 2019

☑️✍️სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ილია ხატიაშვილის ინიციატივით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეიქმნა დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანია მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წყალმომარაგების (სასმელი წყალი), მიმდინარე წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების, პარკების, სკვერების და საბავშვო ბაღების კეთილმოწყობის საკითხების შესწავლა.

☑️სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით დაკომპლექტდა: თემურ ჯავაშვილი- ჯგუფის თავმჯდომარე - საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. ჯგუფის წევრები: გოჩა შანშაშვილი-საკრებულოს სივრცით -ტერიტორიული დაგეგმარების ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარე; გიორგი ჯანყარაშვილი-ფრაქციის ,, ქართული ოცნება -მრეწველები“ თავმჯდომარე; ცოტნე ბეჟაშვილი- საკრებულოს წევრი; მალხაზ ფეიქრიშვილი- საკრებულოს წევრი; ალექსანდრე მირაქოვი-საკრებულოს წევრი; სოფლის მაჟორიტარი დეპუტატები- შესაბამისი ადმინისტრაციულ ერთეულში.

☑️ადგილზე არსებული პრობლემების მოსაგვარებლად სამუშაო ჯგუფმა გასვლითი შეხვედრები დაიწყო:

☑️ ქალაქი წნორი- თავისუფლების, რუსთაველის და აღმაშენებლის ქუჩებზე საავტომობილო გზებზე მოძრაობის ორგანიზება ( საგზაო ნიშნები და შუქნიშნები) , ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფა და დგომა, გაჩერების წესების რეგულირება.

☑️გარე ვაჭრობის პრობლემის მოგვარება

☑️სოფლებში: ტიბაანი, მაშნაარი, ანაგა და საქობო- მოსახლეობის წყალმომარაგება (სასმელი წყალი), სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია.

☑️სოფელი მაჩხაანი-სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია.

☑️✍️მომდევნო სამი თვის განმავლობაში დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრები სიღნაღის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში შეისწავლიან არსებულ პრობლემებს, ჯგუფი აღნიშნულ ვადაში უზრუნველყოფს დასკვნის მომზადებას სესიაზე განხილვის მიზნით. მიღებული განკარგულება გადაეგზავნება მუნიციპალიტეტის მერიას შემდგომი რეაგირებისათვის.

Share page