ცხელი ხაზი : (0 355) 23 20 47 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბიუროს სხდომა - სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო

21 დეკემბერი, 2021

დღეს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, ბიუროს წევრებმა საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცეს, რომელიც 2021 წლის 23 დეკემბერს 11:00 საათზე სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქ. სიღნაღში დავით აღმაშენებლის მოედანი #4 , (თეატრის შენობაში) გაიმართება.

დღის წესრიგი:

1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვისა და ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ;

მომხსენებელი: მალხაზ ბეგიაშვილი, მალხაზ სიფრაშვილი.

2. „სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის, მერიის თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 18 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

მომხსენებელი: მალხაზ სიფრაშვილი, მალხაზი ხუციშვილი. 

3. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ;

მომხსენებელი: მალხაზ ხუციშვილი.

4. „მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის №46 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

მომხსენებელი: ია პაპუაშვილი, ირაკლი ზურაშვილი. 

 

გააზიარე