ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გიორგი გოგილაშვილი ერისიმედში მოსახლეობას შეხვდა

13 ივლისი, 2019

        სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგილაშვილი, ინფრასტრუქტურის და ზედამხედველობის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად საზღვრისპირა სოფელ ერისიმედს ესტუმრა.

        გიორგი გოგილაშვილმა წყლის რეზერვუარების  და სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

       მიმდინარე წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხით სოფელში წყლის  სამი რეზერვუარი ეწყობა. ასევე, 1130 მეტრის მანძილზე წყალსადენი ქსელი გაკეთდება.

        აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ, სოფლის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

        გიორგი გოგილაშვილი ერისიმედის მოსახლეობას შეხვდა და მოსაგვარებელი საკითხები მათგან მოისმინა. სოფლის მაცხოვრებლებმა მერს  და სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს კოღოს საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების დროულად ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადეს.

გააზიარე