ცხელი ხაზი : +995 551 50 22 88 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გზების რეაბილიტაცია ქ. წნორში

7 April, 2021

  სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში „სარაჯიშვილის,“„მოსულიშვილის,“ „ახმეტელის“ და „ბარათაშვილის“ ქუჩების გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
 ამ ეტაპზე, „მოსულიშვილის“ და „ბარათაშვილის“ ქუჩებზე ასფალტო-ბეტონის პირველი ფენა უკვე დაიგო, დანარჩენ ქუჩებზე კვლავ მოსამზადებელი სამუშაოები ხორციელდება.
  პროექტის ღირებულება 1 464 633 ლარია და ოთხივე ქუჩაზე ასფალტის საფარის და სანიაღვრის მოწყობას ითვალისწინებს.
  განახლებული გზებით 4000 ბენეფიციარი ისარგებლებს.
 საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

#სიღნაღისმერია
#საგზაოინფრასტრუქტურა
#ქალაქიწნორი 

 

გააზიარე