ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ინტელექტუალურ-იუმორისტული საღამო „მან-სან-კანი“ ჩატარდება

10 April, 2021

 სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მაისის თვეში ინტელექტუალურ-იუმორისტული საღამო „მან-სან-კანი“ ჩატარდება. მასში საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებისგან შემდგარი გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.

 ამ ეტაპზე, სკოლებში მონაწილეების შერჩევა უკვე დასრულდა. მათთან მუშაობას კი მოწვეული იუმორისტები მალე დაიწყებენ.

 იუმორისტული თამაშისთვის დაწესდება სპეციალური ნომინაციები და პრიზები, რომელსაც "მან-სან-კანისთვის" შერჩეული ჟიური გამორჩეულ მოთამაშეებს გადასცემს.

#სიღნაღისმერია

 

გააზიარე