ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქალაქ წნორში ქიზიყის ქუჩის რეაბილიტაცია

22 სექტემბერი, 2021

♦სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში ქიზიყის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

♦პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 2.6 მილიონ ლარს სცდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა, პარლამენტის წევრმა დავით სონღულაშვილმა და სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი შიოშვილმა დაათვალიერეს.

♦ქიზიყის ქუჩაზე არსებული გზა დაზიანებული იყო და ქალაქის მოსახლეობას მასზე გადაადგილება ძალიან უჭირდა. პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია 3,5 კმ-იანი გზის დაგება, სამი სახიდე გადასასვლელის, დაერთებებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა.

ასევე დაგეგმილია მოსახლეობისთვის ეზოში შესასვლელების მოწესრიგება.

♦გზის რეაბილიტაცია 2022 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

#სიღნაღისმუნიციპალიტეტი

#ქიზიყისქუჩა

#ქალაქიწნორი

 

გააზიარე