ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის აგვისტოს თვის სოციალური პაკეტი

1 სექტემბერი, 2021

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის სოციალური პაკეტით 2021 წლის აგვისტოში ისარგებლა 288 მოქალაქემ და მასზე დაიხარჯა 79 880 ლარი.

კერძოდ:

☑️ სამედიცინო დახმარების მუხლი (89 ბენეფიციარი) - 51 285 ლარი;

☑️ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვა (40 ბენეფიციარი) - 6220 ლარი;

☑️ ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (15 ბენეფიციარი) - 1500 ლარი;

☑️ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა ერთჯერადი სოციალური დახმარება (134 ბენეფიციარი) - 18600 ლარი;

☑️ იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური დაცვა (2 ბენეფიციარი) - 200 ლარი;

☑️ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა სოციალური დაცვა (1 ბენეფიციარი) - 150 ლარი;

☑️ მარტოხელა და მარჩენალდაკარგული მშობლის სოციალური დაცვა (6 ბენეფიციარი) - 800 ლარი;

☑️ ობოლი და მრავალშვილიანი ოჯახებიდან სტუდენტების დახმარება (1 ბენეფიციარი) - 1125 ლარი.

☑️ დიალეზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე მოქალაქეებზე ყოველთვიურად გასაცემმა თანხამ შეადგინა (სულ-28 ბენეფიციარი) - 2240 ლარი;

#სიღნაღისმუნიციპალიტეტისმერია

#ვიზრუნოთმოქალაქეებზე

 

გააზიარე