ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მერის პირველი მოადგილის შეხვედრა სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებთან

25 ნოემბერი, 2021

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით დურგლიშვილი მერიის სამსახურებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს ატარებს.

პირველ ეტაპზე, ის უშუალოდ მის დაქვემდებარებაში მყოფ სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებს შეხვდა.

დავით დურგლიშვილი ზედამხედველობას მერიის იურიდიულ, საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკის, ასევე, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურებს გაუწევს. 

 

გააზიარე