ცხელი ხაზი : (0 355) 23 20 47

ოჯახისათვის

მრავალშვილიანი  ოჯახების   სოციალური   დახმარება

 მრავალშვილიან ოჯახებს,  რომელთაც ჰყავთ ოთხი და  მეტი არასრულწლოვანი 18  წლამდეასაკის შვილი,დედის დღესთან  დაკავშირებით  მიეცეს  ერთჯერადი  დახმარება  100 (ასი)  ლარის  ოდენობით. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია: ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო  პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, ასევე სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი ან/და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;

გ) შვილების დაბადების მოწმობების ასლები;

დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში  გახსნილ პირად  ანგარიშზე. 4. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მაცხოვრებელ მრავალშვილიან უსახლკარო მოქალაქეებზე სიღნაღის  მუნიციპალიტეტი  უზრუნველყოფს  საცხოვრებელი  ფართის  ქირის ანაზღაურებას  ან  თანადაფინანსებას  თვეში  არაუმეტეს 100 (ასი) ლარის ოდენობით. 5. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია: ა)  განცხადება მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო  პირადობის დამადასტურებელ  დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, ასევე, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი ან/და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;

გ) დაქირავებული ბინის (საცხოვრებელი ფართი) მესაკუთრის დამადასტურებელი დოკუმენტი – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და   საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; დ) ქირავნობის ხელშეკრულება.

გააზიარე