ონკოლოგიური პაციენტებისთვის
ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო დახმარება
ამ მუხლით დახმარების მიმღები არის ონკოლოგიური ავადმყოფი. ონკოლოგიურმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის (პაციენტი) პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, ასევე სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი ან/და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და კალკულაცია სამედიცინო დაწესებულებიდან. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე. 4. პაციენტს დახმარება გაეწევა ერთჯერადად: ა) სტაციონარული (ოპერაცია, მკურნალობა) და ამბულატორიული მკურნალობისათვის (ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, სხივური თერაპია) 300 ლარამდე სრული ოდენობით. 300 ლარიდან ზემოთ - 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 700 ლარისა;
ბ) დიაგნოსტიკური კველევებისათვის – ღირებულების 50%, მაგრამ არაუმეტეს 300-ლარისა;
გ) მედიკამენტოზური მკურნალობისათვის – ღირებულების 50%, მაგრამ არაუმეტეს 300-ლარისა.
დ) წერილი სადაზღვევო კომპანიებიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).