ცხელი ხაზი : +995 551 50 22 88 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

რა? სად? როდის?

25 ნოემბერი, 2021

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ რიგით მეორე სასკოლო, შემოდგომის სერია გაიმართა.

მასში 11 საჯარო სკოლის გუნდმა მიიღო მონაწილეობა, რომელიც მაღალი კლასის მოსწავლეებით იყო დაკომპლექტებული.

თამაშის დაწყების წინ, მათ სიღნაღში მომხდარი ავტო-ავარიის დროს გარდაცვლილი ახალგაზრდების ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.

როგორც გაირკვა, ორი ტურის შედეგების გათვალისწინებით ქვემო ბოდბის სკოლის გუნდი „სმარტები“ ლიდერობენ.

შეგახსენებთ, რომ „რა? სად? როდის?“ მუნიციპალიტეტში წელს მეორედ ტადება.

 

გააზიარე