ცხელი ხაზი : (0 355) 23 20 47 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საახალწლო კონცერტი

6 იანვარი, 2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით საახალწლო ღონისძიებები მთელ საქართველოში მიმდინარეობს.

ამ ინიციატივის ფარგლებში, 5 იანვარს, ქალაქ სიღნაღსა და წნორში საახალწლო კონცერტები გაიმართა.

მთელი დღის მანძილზე, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მიმდინარეობდა სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები, ადგილობრივი და დედაქალაქიდან მოწვეული შემსრულებლები დამსწრე საზოგადოების საახალწლო განწყობის შექმნაზე ზრუნავდნენ. სპეციალურად მოწყობილ საბავშვო გასართობ და ფოტოგადასაღებ სივრცეებს უამრავი პატარა ესტუმრა, თოვლის პაპამ პატარებს საჩუქრები გადასცა.

საღამო კი ქალაქ წნორში გრანდიოზული კონცერტით და ფოიერვერკით დაასრულდა. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის საქართველოს მთავრობას და პირადად პრემიერს ამ შესანიშნავი საჩუქრისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი აქტივობების განხორციელება ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის და აქ მცხოვრები მოსახლეობისთვის.

კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ახალ წელს და დამდეგ შობას. 

 

გააზიარე