ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საკრებულომ 2022 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დაამტკიცა

23 დეკემბერი, 2021

დღეს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. საკრებულომ ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი პირველივე მოსმენით, ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. მუნიციპალიტეტის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს რომელიც 13, 820.0 ლარით განისაზღვრა მხარი საკრებულოს 26-მა წევრმა დაუჭირა. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირეს და ფრაქციის სახელით წერილობითი მოსაზრება წარმოადგინეს.

საზოგადოებას ბიუჯეტის პროექტი მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა მალხაზ სიფრაშვილმა წარუდგინა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა იმედი გამოთქვა რომ მომავალში ერთობლივი მუშაობით მუნიციპალიტეტში ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდება.

2022 წელს ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3,785.0 - ათასი ლარი, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის 981.0 ათასი ლარი, ხოლო სკოლამდელი განათლების დაფინანსებაზე 2,348.7- ათასი ლარი დაიხარჯება.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელთან შედარებით 2022 წლის ბიუჯეტში გაიზარდა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სოციალური უზრუნველყოფისა და

ინფრასტრუქტურის ხარჯები, ასევე ა(ა)იპ-ების თანამშრომელთა და საჯარო მოხელეთა შრომის ანაზღაურება.

ბიუჯეტის საჯარო განხილვას მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიის, ა(ა)იპ-ების, და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სხდომის დასასრულს საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნანა ნანობაშვილმა დამსწრე საზოგადოებას მუნიციპალიტეტში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. 

 

გააზიარე