ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საკრებულოს სხდომა - სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო - 27.04.2021

27 April, 2021

დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.
საკრებულოს სხდომა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მაქსიმალურად უსაფრთხო ზომების გათვალისწინებით ჩატარდა. სხდომაზე, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.

დღის წესრიგი:

1. .სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცებისა და შეფასების შესახებ;
მომხსენებელი: მალხაზი ხუციშვილი, მალხაზ სიფრაშვილი.
2. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მიერ 2020 წელს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ;
მომხსენებელი: ანა შაიშმელაშვილი, გოჩა ტოკლიკიშვილი
3. საპრივატიზებო ობიექტის ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ;
მომხსენებელი: მალხაზ ქადაგიშვილი, გოჩა ტოკლიკიშვილი
4. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ილიაწმიდაში, (ს/კ №56.12.42.005) 1969 კვ.მ.არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის მეორე სართულის 308,04 კვ.მ ფართიდან ორი ოთახის,73,5 კვ.მ -ის პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით სარგებლობის უფლებით (იჯარით) გადაცემასა და საიჯარო ქირის საფასურზე თანხმობის მიცემის შესახებ;
მომხსენებელი: მალხაზ ქადაგიშვილი, გოჩა ტოკლიკიშვილი
5.სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქ. სიღნაღში ,ლოლაშვილის ქუჩაზე (ე.წ. „ბებრების ბაღი“) (ს/კ №56.14.41.285) 967 კვ.მ.არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 5 კვ,მ-ის პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით სარგებლობის უფლებით (იჯარით) გადაცემასა და საიჯარო ქირის საფასურზე თანხმობის მიცემის შესახებ
მომხსენებელი: მალხაზ ქადაგიშვილი, გოჩა ტოკლიკიშვილი
6. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი: ნანა ნანობაშვილი.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებიდან მოიხსნა ერთი საკითხი - ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის ვასილ ბალიაშვილის 2020 წლის ანგარიში მოსმენისა და შეფასების შესახებ“

დღის წესრიგს დაემატა შემდეგი სამი საკითხი:


7. ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის, მერიის თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 18 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
8. „სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის N2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
9. „სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. 

 

გააზიარე