ცხელი ხაზი : +995 551 50 22 88 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიღნაღში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

20 სექტემბერი, 2021

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტის წევრთან დავით სონღულაშვილთან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი გოგილაშვილთან ერთად სიღნაღში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა.

სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურების მიღება უკვე სიღნაღშიც არის შესაძლებელი.

ახლადგახსნილ ოფისში, სხვადასხვა მომსახურების მიღება ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით არის შესაძლებელი. საზოგადოებრივი ცენტრი მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობას და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობს.

ამასთანავე, სიღნაღის საზოგადოებრივ ცენტრში პრობაციის ბიუროს რაიონული ოფისი გაიხსნა. პრობაციის ახალი ბიურო კახეთის რეგიონში დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააფართოებს.

 

გააზიარე