ცხელი ხაზი : (0 355) 23 20 47

სიღნაღში ტრენინგები თემაზე „თვალი და დიაბეტი“ გაიმართა

24 სექტემბერი, 2021

პროექტის „დიაბეტის გართულებების ადრეული პრევენციის და მართვის გაუმჯობესების ხელშეწყობის“ ფარგლებში, ქალაქ სიღნაღში ტრენინგები თემაზე „თვალი და დიაბეტი“ გაიმართა, რომელსაც რეგიონის ოჯახის ექიმები და ექთნები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში ორგანიზაციის წარმომადგენლები სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერს გიორგი გოგილაშვილს შეხვდნენ და თავიანთი გეგმები გააცნეს.

პროექტის მთავარ მიზანს დიაბეტის ადრეული დიაგნოსტიკასა და პაციენტზე ზრუნვის გაუმჯობესების ხელშეწყობა წარმოადგენს.

აღნიშნული პროექტი „დიაბეტის მსოფლიო ფონდისა“ და „ლაიონს ქლაბს ინთერნეიშენელის“ ხელშეწყობით საქართველოს 6 რეგიონში ხორციელდება. 

 

გააზიარე