ცხელი ხაზი : +995 551 50 22 88 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სტიქია სოფელ ერისიმედში

23 სექტემბერი, 2021

22 სექტემბერს, ღამით მოსული უხვი ნალექისა და წყალდიდობის გამო საზღვრისპირა სოფელი ერისიმედი დაზარალდა. ადიდებულმა მდინარემ 20-მდე ოჯახის საცხოვრებელი სახლი, ეზო და საკარმიდამო ნაკვეთი დატბორა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დილიდან ერისიმედში იმყოფებოდნენ და სამაშველო სამუშაოებში ჩაერთვნენ.

ამ დროისთვის ზარალის დამთვლელი კომისია უკვე შექმნილია, რომელიც არსებულ მდგომარეობას შეისწავლის და ინფორმაციას შესაბამის უწყებებს მიაწვდის.

 

გააზიარე