ცხელი ხაზი : +995 551 50 22 88 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ტყვიის კონცენტრაციის განსაზღვრა უფასოდ 7 წლამდე ასაკის ბავშვებში

14 April, 2021

  კახეთის რეგიონში 7 წლამდე ასაკის ბავშვებში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების ადრეული გამოვლენის და მართვის მიზნით კვლევები დაიწყო. სახელმწიფო პროგრამა მესამე წელია მოქმედებს და კვლევების გარდა, იმ ბავშვებს, ვისაც სისხლში ტყვიის შემცველობა 5 მიკროდეცილიტრს აღემატება, სახელმწიფო მკურნალობის კურსითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფს.

  კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალს“-ში კვლევის მიმდინარეობას სამედიცინო პერსონალთან ერთად დაესწრო.

 „დღეიდან კახეთის რეგიონში, გურჯაანის „ჯეო ჰოსპილტალს“-ში 7 წლამდე ასაკის ბავშვებში მიმდინარეობს სისხლში ტყვიის კონცენტრაციის განსაზღვრა უფასოდ. რეგიონის მასშტაბით, მშობლებს შესაძლებლობა აქვთ, რომ შვილებს გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსი“- ს ბაზაზე არსებულ ლაბორატორიაში უფასოდ ჩაუტარონ აღნიშნული კვლევა და მიიღონ შესაბამისი მომსახურეობა. ამ ეტაპზე 14 ბავშვია რეგისტრირებული კვლევის ჩასატარებლად“- აღნიშნა ირაკლი შიოშვილმა.

 „ეს პროგრამა რამდენიმე წელია ხორციელდება. დღეიდან ვაგრძელებთ აღნიშნულ პროექტს. მოგეხსენებათ, რომ ტყვია არის ისეთი ელემენტი, რომლის სისხლში შემცველობა არანაირი კონცენტრაციით არ არის დასაშვები. ტყვიის შემცველობის ზრდა სისხლში იწვევს ბევრ პათოლოგიას. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ტყვიის შემცველობას აღმოვაჩენთ ადრეულ ასაკში, სხვდასხვა დაავადებების პრევენციის მიზნით. დღეს, მოვიდნენ ჩაწერილი ბავშვები, რომელთაც გასულ წელს ჰქონდათ პრობლემა და წელს უკვე შესაძლებლობა ექნებათ, რომ საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან მედიკამენტური მკურნალობა უფასოდ მიიღონ“- აღნიშნა დეა ცაბუტაშვილმა.

#კახეთი2021

 

გააზიარე