ცხელი ხაზი : (0 355) 23 20 47

ხანდაზმულებისათვის

. სიღნაღის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  მცხოვრები  100  წლის და 100 წლის ასაკს   გადაცილებულ  მოქალაქეთა დახმარება

სიღნაღის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 100 წლის და 100 წლის ასაკს გადაცილებულ მოქალაქეს   მიეცეს  ერთჯერადი  დახმარება  200  ლარის  ოდენობით  დაბადების  დღის  აღსანიშნავად. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია:

ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო  პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, ასევე, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი ან/და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;

ბ)საბანკოანგარიშისრეკვიზიტები. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით გახსნილ პირად ანგარიშზე.

გააზიარე