მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ანგარიში
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის
1 იანვარი - 31 მარტის ანგარიში
2021 წლის პირველი იანვრიდან მერიაში შემოვიდა 837 განცხადება, რომელზეც დაიხარჯა 181562.12 ლარი.
კერძოდ:
დიალიზის პროგრამა (28 მოქალაქე) - 6 800 ლარი;
სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთჯერადი დახმარება 181562.12 ლარი.
ავადმყოფთა სოციალური დაცვა (158 მოქალაქე) - 85622,12 ლარი;
ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური დახმარება (11 მოქალაქე) - 1300 ლარი;
შეზღუდული შესაძლებლობების და ქრონიკული დაავადებების მქონე პირთა ერთჯერადი სოციალური დახმარება (185 მოქალაქე) – 23 210 ლარი;
ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა ( 44 მოქალაქე) - 4400 ლარი;
განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა ერთჯერადი სოციალური დახმარება (381 მოქალაქე) - 46 130 ლარი;
ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ მეომართა ერთჯერადი დახმარება (33 მოქალაქე) - 5250 ლარი;
მარტოხელა და მარჩენალდაკარგული ოჯახების სოციალური დაცვა (15 მოქალაქე) 1900 ლარი;
ხანძრებისა და სტიქიური მოვლენებით საცხოვრებელ ოჯახებზე მიყენებული ზარალისთვის დახმარება (3 მოქალაქე) - 6750 ლარი;
ობოლი და მრავალშვილიანი ოჯახებიდან სტუდენტთა სწავლის დაფინანსება (6 მოქალაქე) - 6750 ლარი;
ვეტერანთა სარიტუალო მომსახურეობა (1 მოქალაქე) - 250 ლარი;
მრავალშვილიანი დედების ერთჯერადი დახმარება (80 მოქალაქე) – 8000 ლარი.