გარე განათება
ქალაქ წნორის 8 ქუჩაზე გარე განათება დამონტაჟდება.
სამუშაოები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და
მთლიანობაში 43 სანათის დაყენებას ითვალისწინებს.
უახლოეს პერიოდში განათდება შემდეგი ქუჩები:
ვაჟა მოსულიშვილის ქუჩა,
რუსთაველის მე-8 ჩიხი,
მოსულიშვილის მე-4 ჩიხი,
9 აპრილის მე-2 და მე-4 შესახვევი,
თავისუფლების ქუჩის მე-5 ჩიხი,
სიხაშვილის მე-9 და მე-15 ჩიხი.