Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

წნორში გზების რეაბილიტაცია დასრულდა

25 August, 2021

წნორში გზების - „სარაჯიშვილის“, „მოსულიშვილის“, „ახმეტელის“ და „ბარათაშვილის“ ქუჩების რეაბილიტაცია დასრულდა.

ოთხივე ქუჩაზე ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგო და სანიაღვრეები მოწყო.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომელიც ოთხივე ქუჩაზე გზის საფარის და სანიაღვრის მოწყობას ითვალისწინებდა.

განახლებული გზებით 4000 ბენეფიციარი ისარგებლებს.

#სიღნაღისმერია

#მერიამუშაობსთქვენთვის

 

Share page