Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საკრებულოს სხდომა - სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო

29 July, 2022
დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს.
დღის წესრიგი:
1. „სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაღაროში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების 61 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ჭაბურღილის (ს.კ. N56.11.42.275) სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ“;
მომხსენებელი: მალხაზ ქადაგიშვილი, ზურაბ მინდორაშვილი.
2. „სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაღაროში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ჭაბურღილის (ს.კ.N 56.11.42.323) სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ“;
მომხსენებელი: მალხაზ ქადაგიშვილი, ზურაბ მინდორაშვილი.
3. „სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფ.ილიაწმინდაში (ს.კ.N56.12.42.005), 1969 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის მეორე სართულის 308,04 კვ.მ ფართიდან 2 ოთახის 73,5 კვ.მ-ის სასყიდლით სარგებლობის უფლებით (იჯარა), აუქციონის წესით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და ქონების საიჯარო ქირის საწყისი წლიური საფასურის განსაზღვრის შესახებ“;
მომხსენებელი: მალხაზ ქადაგიშვილი, ზურაბ მინდორაშვილი.
4. „სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსის ილია ხუციშვილის 2021 წლის ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ“;
მომხსენებელი: ილია ხუციშვილი, მზია სუხიშვილი.
5. „ა(ა).ი.პ. სიღნაღის მუნიციპალიტეტის „სპორტის განვითარების ცენტრის“ დირექტორის შოთა ბეგიაშვილის 2022 წლის 6 თვის ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ“.
მომხსენებელი: შოთა ბეგიაშვილი.
 
Share page