Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბიუროს სხდომა

17 August, 2022
დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, ბიუროს წევრებმა საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცეს, რომელიც 2022 წლის 24 აგვისტოს 12:00 საათზე სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ.სიღნაღი, დავით აღმაშენებლის მოედანი #2) გაიმართება.
დღის წესრიგი:
1. „ა(ა).ი.პ. „სიღნაღის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების“ დირექტორის თინათინ ბეგიაშვილის 2021-2022 სააღმზრდელო წლის ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ“;
მომხსენებელი: თინათინ ბეგიაშვილი, ნანა ნანობაშვილი
2. „სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის, მერიის თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 18 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“;
მომხსენებელი: ია ყანდაშვილი, ილია ბაიდოშვილი
3. ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“;
მომხსენებელი: ილია ბაიდოშვილი
4. ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ივლისის N12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
მომხსენებელი: ილია ბაიდოშვილი
 
Share page