Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

16 January, 2024
მოსახლეობასთან შეხვედრები იწყება
 
➡️ 1 თებერვლიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან კონსულტაციები გაიმართება.
➡️ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი, მალხაზ ბეგიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებთან ერთად, მოქალაქეებთან შეხვედრებს გამართავენ. ადგილობრივი მოსახლეობა თავად მიიღებს გადაწყვეტილებას განსახორციელებელი პროექტის შერჩევის თაობაზე.
➡️ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასახლებებში პროექტის შერჩევის პროცედურების დასაწყისიდანვე, მოქალაქეებს მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის შესაძლებლობა ეძლევათ, მათ შორის, ინფორმაციის მიღების, საპროექტო წინადადების შემუშავების, მათი წარდგენის და გადაწყვეტილების მიღების პროცესის ყველა ეტაპზე ჩართულობის სახით.
➡️ მოსახლეობასთან შეხვედრების გრაფიკი, მუნიციპალიტეტის გვერდზე უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება.
➡️ დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ, მერის წარმომადგენლებს ან მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს.

 

Share page