Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მერი "კალიგრაფიის კონკურსის" გამარჯვებულებს შეხვდა

4 April, 2024
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, მერის მოადგილე გოჩა ვარდიაშვილი, ქალაქ სიღნაღის ბიბლიოთეკაში ჩატარებული „ქართული კალიგრაფიის“ კონკურსის ორგანიზატორებს და გამარჯვებულ მონაწილეებს შეხვდნენ.
მალხაზ ბეგიაშვილმა მოსწავლეებს კონკურსში გამარჯვება მიულოცა და მერიის მიერ დაწესებული სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცა.
მალხაზ ბეგიაშვილმა ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აქტივობებს, რომელიც მომავალი თაობის განვითარებას და წინსვლას ემსახურება, ყოველთვის ხელს შეუწყობს.
კონკურსის მიზანია ქართული კულტურის მნიშვნელოვანი მონაპოვრის – ქართული დამწერლობისა და ქართული კალიგრაფიის პოპულარიზაცია, ხელით წერით კულტურის განვითარება და კონკურსანტების შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა.

 

Share page