ბანაკი "გახდი თავგადასავლების მაძიებელი"
3 სექტემბრიდან 5 სექტემბრის ჩათვლით ახალგაზრდული საბჭოს ინიციატივითა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ბანაკი "გახდი თავგადასავლების მაძიებელი"მოეწყო, რომელშიც 20 ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას.
ბანაკი ჭიათურის მუნიციპალიტეტში „სვერის სათავგადასავლო ბანაკში“ მოეწყო.
ბანაკი მიზნად ისახავდა ახალგაზრდებს გაეცნოთ ზემო იმერეთის პლატო და მისი ბიომრავალფეროვნება, შეესწავლათ კასტრული მასივები და გამოეცადათ თავი სხვადასხვა აქტივობებში.
ბანაკის ფარგლებში მოინახულეს კოტიას კლდის მღვიმე, კლდეკარის გამოქვაბული, ვია ფერატა. ბანაკის ფარგლებში მოეწყო ცოცვის მასტერკლასები და მანდაეთის ტბაზე ნავებით გასეირნება.