Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდა გზების მოხრეშვის სამუშაოები დაიწყო

4 October, 2024

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში, მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე, შიდა გზების (უბნების) მოშანდაგების, მოხრეშვის, დაგრეიდერების და დატკეპნის სამუშაოები დაიწყო.

აღნიშნული სამუშაოები 12 სოფელში, ილიაწმინდაში, ბოდბეში, მაღაროში, ბოდბისხევში, საქობოში, მაშნაარში, ჯუგაანში, ვაქირში, ანაგაში, ხირსასა და ძველ ანაგაში განხორციელდება.

სამუშაოები ჯამში 62 უბანს და 21 კილომეტრზე მეტს მოიცავს, რაზეც 200 000 ათასი ლარი დაიხარჯება.

 

Share page