„ავიცრათ ერთმანეთისთვის“
საქართველოს გაეროს ასოციაციის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მოწვეულმა ექსპერტებმა - „ავიცრათ ერთანეთისთვის“ კამპანიის ფარგლებში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში ექიმებთან და მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.
მოწვეული ექსპერტები იმ ადამიანების ჯგუფს შეხვდნენ, რომლებიც ვაქცინაციის კამპანიაში არ არიან ჩართულები და გადაწყვეტილების მიღებაში კვალიფიციური რჩევა სჭირდებათ.
კამპანია „ავიცრათ ერთმანეთისთვის“ სიღნაღის მუნიციპალიტეტში მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.