ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

წნორში გზების რეაბილიტაცია სრულდება

22 ივლისი, 2021

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში „სარაჯიშვილის“, „მოსულიშვილის“, „ახმეტელის“ და „ბარათაშვილის“ ქუჩების გზების რეაბილიტაცია სრულდება.

ამ დროისთვის ოთხივე ქუჩაზე ასფალტო-ბეტონის საფარის პირველი ფენა დაიგო და სანიაღვრეები მოწყო. გზის საფარის მეორე ფენის დაგება რამდენიმე დღეში დასრულდება.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომელიც ოთხივე ქუჩაზე გზის საფარის და სანიაღვრის მოწყობას ითვალისწინებს.

განახლებული გზებით 4000 ბენეფიციარი ისარგებლებს. 

 

გააზიარე