ცხელი ხაზი : +995 551 50 22 88 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კომისიის სხდომები - სიღნაღის მუნციპალიტეტის საკრებულო

14 სექტემბერი, 2022
დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სივრცით - ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების, იურიდიული და ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიების სხდომები გაიმართა.
 
კომისიებზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
 
სივრცით - ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის სხდომა
დღის წესრიგი:
1. „სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის წესისა და ოდენობის განსაზღვრის შესახებ“;
მომხსენებელი: ია პაპუაშვილი
2. „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში განსახორციელებელი პროექტების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 მარტის N გ.-55.55220884 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
მომხსენებელი: გიორგი ბაღანაშვილი
 
იურიდიული კომისიის სხდომა
დღის წესრიგი:
1. ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის მეოთხე კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ“;
მომხსენებელი: მზია სუხიშვილი
2. „სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების და ჯილდოს მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“
მომხსენებელი: ია პაპუაშვილი
 
ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა
დღის წესრიგი:
1. „სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსის მალხაზ ქადაგიშვილის 2022 წლის 6 თვის ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ“
მომხსენებელი: მალხაზ ქადაგიშვილი

 

 

გააზიარე