მაღაროში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სოფელ ზემო მაღაროს ცენტრალურ ქუჩაზე გზის მშენებლობა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ასფალტო-ბეტონის საფარის დასხმა დასრულებულია, რომელმაც მთლიანობაში 1,837 მეტრი შეადგინა.
ამ დროისთვის, რეაბილიტაცია უტარდება არსებულ სანიაღვრეს.
პროექტი მთის ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და დაახლოებით ორ კვირაში დასრულდება.