ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი

22 May, 2021

სიღნაღიდან 2 კილომეტრის მოშორებით, ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი მდებარეობს, რომელსაც გამორჩეული ადგილი უკავია საქართველოს სულიერ თუ ისტორიულ ცხოვრებაში.

ტაძარი აგებულია ქართველთა განმანათლებლის წმინდა ნინოს დაკრძალვის ადგილას.

წარსულში, ბოდბის მონასტერს დიდ ყურადღებას აქცევდნენ ქართველი მეფეები. (შუა საუკუნეებში ამ ტაძარში იკურთხებოდნენ კახთა მეფეები.) V ს. ვახტანგ გორგასალმა გაამშვენა და გააფართოვა ტაძარი, ხოლო სამნავიანი ბაზილიკის სახე მან VIII-IX ს.ს. მიიღო.

XII საუკუნეში, დავით აღმაშენებლის ძის, დემეტრე I-ის მეფობის ხანაში, კიდევ ერთხელ შეიმკო წმიდა ნინოს განსასვენებლი.

მონასტრიდან საფეხმავლო ბილიკს წმინდა ნინოს წყაროსთან ჩავყავართ.

დღესდღეობით მონასტერს აქვს საკუთარი მეურნეობა, მოქმედებს ხატწერისა და ხელსაქმის სახელოსნოები. გარდა ამისა, დები ქართული მონასტრებისათვის ტრადიციულად დამახასიათებელ მწიგნობრულ საქმიანობასაც ეწევიან: უძველეს ხელნაწერთა საფუძველზე გამოსაცემად ამზადებენ საღვთისმსახურო წიგნებს.

ქართველთა განმანათლებლის საფლავზე ყოველდღიურად აღევლინება წირვა-ლოცვა სრულიად საქართველოს საკეთილდღეოდ.

2019 წლის 9 ივნისს ბოდბის დედათა მონატსრში წმინდა ნინოს სახელობის ახალი ტაძარი კათოლიკოს პატრიარქმა და სინოდის წევრებმა საზეიმოდ გახსნეს.

მონასტერს ყოველდღიურად უამრავი დამთვალიერებელი თუ მომლოცველი სტუმრობს.

წარმოგიდგენთ ფოტოკოლაჟს სადაც ასახული ეს ულამაზესი მონასტერი, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს.

ფოტოები ეკუთვნის ფეისბუქ გვერდ - „ბოდბის დედათა მონასტერს.“

#სიღნაღისმერია

#ბოდბისმონასტერი

 

გააზიარე