ფეხბურთის სამოყვარულო ჩემპიონატი იწყება
1 ივლისიდან სიღნაღის მუნიციპალიტეტში ფეხბურთის სამოყვარულო ჩემპიონატი იწყება.
ჩემპიონატი- მუნიციპალურ, რეგიონულ და ფინალურ ეტაპებად გაიმართება. მუნიციპალურ ეტაპზე თითოეულ მუნიციპალიტეტში გაიმართება შიდა ჩემპიონატი ადგილობრივ სამოყვარულო გუნდებს შორის, ხოლო საუკეთესო გუნდი მონაწილეობას შესაბამის რეგიონულ ლიგაში მიიღებს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტში პირველ ეტაპი დაიწყება 1 ივლისს , 16:30 საათზე, ტიბაანის სათამაშო მოედანზე და ექვსი სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი (ტიბაანის, ჯუგაანის, ქვემო მაჩხაანის, ბოდბისხევის ვაქირის, ძველი ანაგის) იასპარეზებს. მათ შორის ფინალში გამარჯვებული რეგიონულ ეტაპზე გადავა.
აღნიშნული ჩემპიონატის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და პოპულარიზაცია, ფეხბურთის მასობრიობა. იგი აღიარებულია ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს, UEFA-ს მიერ.