გზის მშენებლობა სოფელ ზემო მაღაროში
სოფელ ზემო მაღაროს ცენტრალურ ქუჩაზე გზის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. ამ დროისთვის, ასფალტო-ბეტონის საფარის დასხმა უკვე დასრულებულია, რომელმაც მთლიანობაში 1,837 მეტრი შეადგინა.
რეაბილიტაცია უტარდება არსებულ სანიაღვრეს.
პროექტი მთის ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და რამოდენიმე დღეში დასრულდება.