ბიუროს სხდომა - სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დღეს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, ბიუროს წევრებმა საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცეს, რომელიც 2022 წლის 26 იანვარს 12:00 საათზე სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ.სიღნაღი, დავით აღმაშენებლის მოედანი #2) გაიმართება.
დღის წესრიგი:
1. ა(ა)ი.პ. „სიღნაღის მუნიციპალიტეტის სამუსიკო (სახელოვნებო) სკოლების გაერთიანების დირექტორის ლალი ფოლადაშვილის 2021 წლის ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ;
მომხსენებელი: ლალი ფოლადაშვილი, ნანა ნანობაშვილი
2. „სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 აპრილის N21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ;
მომხსენებელი: ლია ბაკაშვილი, ნანა ნანობაშვილი
3. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ;
მომხსენებელი: ლია ბაკაშვილი, ნანა ნანობაშვილი
4. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ;
მომხსენებელი: მალხაზ ქადაგიშვილი, ზურაბ მინდორაშვილი
5. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ელექტროკარდიოგრაფის აპარატის CEO120-3 არხიანი, მასალით კომპლექტში, პირდაპირი წესით უსასყიდლო სარგებლობის უფლებით (თხოვება) სოფ ზემო მაღაროს საექიმო ამბულატორიის ოჯახის ექიმისათვის (გია ყანდაშვილი) გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ;
მომხსენებელი: მალხაზ ქადაგიშვილი, ზურაბ მინდორაშვილი
6. ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
მომხსენებელი: მზია სუხიშვილი
7. „სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 აგვისტოს #28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
მომხსენებელი: მალხაზი ხუციშვილი