სიღნაღის მუნიციპალიტეტში პროექტის „ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობისთვის“ შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, პარლამენტის წევრი, დავით სონღულაშვილი, მერი მალხაზ ბეგიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, დავით ჯანიკაშვილი, საჯარო სკოლების მასწავლებლები, მოსწავლეები და მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტის მთავარი მიზანი სიღნაღის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გაეროს უფლებების კონვენციისა და შშმ პირთა უფლებების შესახებ საქართველოს ახალი კანონის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ხელშეწყობაა.
პროექტის ფარგლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შემუშავდა, რომლის მიხედვით მოხდება მიზნობრივი ჯგუფის მომსახურებაზე ორიენტიერებული აქტივობები.
ამავე დღეს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოწყვლადი ჯგუფის საკითხებზე ჩატარებული ესეების კონკურსის გამარჯვებულები სერტიფიკატებით დააჯილდოვეს.
პროექტი თემი ქედელი Qedeli Community მიერ ორგანიზაციებთან - "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" და "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" ურთიერთთანამშრომლობითა და "ევროკავშირის" ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.