ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პოლონელი ინვესტორები სიღნაღის მუნიციპალიტეტში

19 ოქტომბერი, 2022
დღეს, პოლონეთის განვითარების ფონდებისა და რეგიონული პოლიტიკის სამინისტროს, ასევე, პოლონურ-ქართული საინვესტიციო ფორუმის მონაწილეები მერის პირველ მოადგილესთან, დავით დურგლიშვილთან ერთად, სიღნაღის მუნიციპალიტეტში არსებული, ქართული ტრადიციული პროდუქტის, ჩურჩხელის მწარმოებელ კომპანია „ბადაგს“ ეწვივნენ. პოლონეთის დელეგაცია „ბადაგის“ ისტორიას და საწარმოო პროცესს ადგილზე გაეცნო.
ვიზიტის მიზანს ქართველ და პოლონელ მეწარმეებს შორის ბიზნეს კავშირების დამყარება და ადგილობრივი საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაცია წარმოადგენდა.
18 ოქტომბერს ქალაქ თელავში პოლონურ-ქართული საინვესტიციო ფორუმი გაიმართა, რომელზეც სიღნაღის მუნიციპალიტეტმა საინვესტიციო წინადადებები წარადგინა.
 
გააზიარე