ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საკრებულოს ანგარიში

1 ნოემბერი, 2022
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილმა და პროპორციული სიით არჩეულმა საკრებულოს წევრებმა პარტიიდან ,,ქართული ოცნება“, 2021 წლის 3 დეკემბრიდან 2022 წლის 25 ოქტომბრამდე გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინეს.
ანგარიშის მოსმენას მოსახლეობასთან ერთად სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, პირველი მოადგილე დავით დურგლიშვილი, მოადგილე გოჩა ვარდიაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დავით ჯანიკაშვილმა საკრებულოს მაჟორიტარი წევრების, კომისიებისა და ფრაქციის გაწეულ საქმიანობაზე, ასევე მუნიციპალიტეტში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.
დამსწრე საზოგადოებამ საკრებულოს თავმჯდომარისა და წევრების ერთი წლის მუშაობის ანგარიში დადებითად შეაფასა.

 

გააზიარე