ფოტოგამოფენა
26 იანვარს „თემი ქედელის“ ინიციატივით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის და ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის მხარდაჭერით, ლევან ხერხეულიძისა და არჩილ ქიქოძის ფოტოგამოფენა „ჩვენ – 30 ამბავი“ გაიმართება.
ფოტოგამოფენა 14:00 საათზე სიღნაღის ცენტრალურ სკვერში გაიხსნება.
ამავე დღით, ქალაქ სიღნაღის თეატრში 15:00 საათზე დოკუმენტური ფილმის - „მოდის ჩვენება: გლადა ჰუდიკიდან ნიუ-იორკამდე“ ჩვენება გაიმართება.
ფილმის მიზანი ინტელექტუალური განვითარების დარღვევების შესახებ ცნობიერების ამაღლება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ დამკვიდრებული სტერეოტიპული აზროვნების, ხედვისა და დამოკიდებულების შეცვლა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობაა.
გამოფენა „ჩვენ – 30 ამბავი“ მომზადდა შვედური პროექტის „ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან“ ფარგლებში, რომელსაც „გლადა ჰუდიკ თეატრი“ საქართველოში „შვედური ინსტიტუტის“ მხარდაჭერით ახორციელებს.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
ღონისძიებებზე დასწრების მსურველებს ვთხოვთ, დაიცვან კოვიდ რეგულაციები და ფილმის ჩვენებაზე იქონიონ მწვანე პასპორტი.