ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სტიქია სიღნაღში

5 თებერვალი, 2022

ძლიერმა ქარმა სოფელ ბოდბისხევში არსებული სათემო ორგანიზაცია "უზრუნველი სიბერის" შენობას, სადაც მოხუცთა სადღეღამისო ცენტრია განთავსებული სახურავი გადახადა.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით დურგლიშვილი, სამაშველო სამსახურთან ერთად იმყოფება. მიმდინარეობს სამშენებლო მასალისგან გზის და ეზოს გაწმენდა.

თავშესაფრის ხელმძღვანელთა ინფორმაციით, სახურავის დაზიანების დროს არავინ დაშავებულა. 

 

გააზიარე