Hot line : (0 355) 23 20 47

ვეტერანებისთვის

ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა   სოციალური დახმარება

 მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება სოციალური დახმარება შემდეგი კატეგორიის მებრძოლთათვის (ვეტერანთათვის):

ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები;

ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის  საბრძოლო  მოქმედების  ვეტერანები.

        ამ მუხლით გათვალისწინებული კატეგორიები დახმარებას მიიღებენ ერთჯერადად,არაუმეტეს 200 ლარის ოდენობით. 3. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:

 ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) პირადობის  დამადასტურებელი  მოწმობის  ასლი და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;

გ) ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 4. ანაზღაურება  მოხდება  უნაღდო  ანგარიშსწორების  ფორმით  ბანკში  გახსნილ  პირად  ანგარიშზე.

 

Share page